|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გაეცნოს უმაღლესი საბჭოსა და მისი ორგანოების სხდომათა ოქმებს, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსვლის ტექსტი, რომელიც არ ქვეყნდება;“. 2. 96-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 96 უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას დგება სხდომის ოქმი. უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომის ოქმის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს, მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ასევე იმ ორგანოთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული სხდომის მუშაობაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ჩაქვი, 12 დეკემბერი 2013 წ. N92-უ.ს.შ.ს. |