საქართველოს მთავრობის
განკარგულება საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის ( 1037‑Iს) საქართველოს კანონის მე‑2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახე ლმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედი სათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის 774 განკარგულებით (შემდგომში – განკარგულება) განსაზ ღვ რუ ლისაგან განსხვავებული შემდეგი პირობები:
ა) განკარგულების მე‑2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პი რობის ნაცვლად ამავე განკარგულებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნა წილზე (4000 კვ.მ) ბაზრობის კომპლექსის მოწყობა, სადაც მინიმუმ 70 ადა მიანს შესაძლებლობა ექნება მოახდინოს სხვადასხვა სახის საქონლის რეალიზაცია 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე;
ბ) განკარგულების მე‑2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს დაემატოს საპრივატიზებო პირობა, კერძოდ , ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლა რის ინვესტიციის განხორციელება და კომპლექსში (ცხოველთა სასაკლაო კომპლექსი/ბაზრობის კომპლექსი) 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხ ლის შესაბამისად , დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქო ნების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „ Crosslane Investments Limited- ის კანონიერი წარმომადგენლობის ( ფილიალი ) საქართველოში“ (ს/ნ 426519083), შპს „აგროლაინ ლიმიტედსა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2009 წლის 27 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის 774 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 თებერვლის N04/02/03 განკარგულების გამოცემამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ.
3. საქარ თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი ნისტროს სისტე მაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრუ ლების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება .
პრემიერ ‑ მინისტრი ირაკლი ღარიბა შვილი