„საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
332
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-13
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.017498
„საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №332

2013 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზ­­ნით, და­მ­ტკიცდეს 2013 წლის 4 დეკემბერს ხელმოწერილი „საქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვ­რობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბ­ჭოს შორის დიპ­ლო­­მატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლო­ბე­­ლთათვის უვი­ზო მი­მოსვლის შესახებ“ შეთანხმება.

მუხლი 2
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარ­ლა­­მენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეთან­ხ­მე­­ბის და­დე­ბის შესახებ;

ბ) შეატყობინოს ალბანეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენი­ლე­ბის პირველი მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შესვ­ლი­­სა­თვის აუ­ცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქარ­თ­ვე­­­ლოს მხრი­დან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
 

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია