სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
04/109707
მიმღები ორგანო
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო
მიღების თარიღი
2013-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-10
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ანგარიში

ანგარიში

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49–ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების მიზნით, წარმოგიდგენთ სსიპ – სოციალური მომსახურების  სააგენტოს 2013 წლის ანგარიშს, საჯარო ინფორმაციის  გაცემის მდგომარეობის შესახებ.

1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2013 წლის განმავლობაში შემოსულია სულ – 1343  განცხადება. აქედან, დადებითი პასუხი გაცემულ იქნა   1265 განცხადებაზე , ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 13 განცხადება ,   უარი ეთქვა – 65 განმცხადებელს , ვინაიდან, მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა პირის პერსონალურ მონაცემებს .

              2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა   საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის , ,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 27– ე და 44– ე მუხლების ,, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის მე –3 მუხლის , ,, პაციენტის უფლებების შესახებ “ საქართველოს კანონის 27– ე , 28– ე მუხლების საფუძველზე .

             3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების თანახმად , ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძი ე ბათა განხორციელების მიზნით , შექმნილია სოციალურად   დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა , რომლის ფორმირების უწყვეტ პროცესს უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო , ხოლო მოქმედებათა შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო .

             4. საჯარო ინფორმაციის დამუშავების , გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან არცერთი   გასაჩივრებულა .

5. სააგენტოში დასაქმებულთა მიმართ , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევაზე დისციპლინური სახდელის დადებას ადგილი არ ჰქონია .

დირექტორის მოადგილე მ. მაჭავარიანი

კრებსითი — სრული ვერსია