საქართველოს მთავრობის
განკარგულება №71 4
2009 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 16 სექტემბრის № 15/1058 წერილი) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი № 2-ში, მე-3 სართულზე არსებული 3060.87 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობისა (სარეგისტრაციო № 01.15.05.075.011.01.504) და მე-2 სართულზე არსებული 3306.91 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის (სარეგისტრაციო #01.15.05.075.011.01.503), მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთით, გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური