|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 ნოემბრის №14 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.“. ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, წინამდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.“. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 სექტემბრის №8/4 დადგენილება. |
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|