კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
637
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №637

2008 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ

 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესა­ბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ერთ პირთან მოლა­პარაკების გზით, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესყიდვა:

ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დადიანების საზაფხულო სასახლის მცირე სარეაბილი­ტაციო სამუშაოები;

ბ) კასპის მუნიციპალიტეტის სამთავისის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები – კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გაწმენდითი და დროებითი საკონსერ­ვაციო სამუშაოები;

 გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის ზარზმის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები – მთავარი ტაძ­რის ინტერიერის ავთენტურობის აღდგენა;

დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიასთან და­მეწყრილი მონაკვეთის საყრდენი კედლის პირველადი გამაგრებითი სამუშაოები;

ე) გელათის სამონასტრო კომპლექსში მდებარე აკადე­მიის შენობის არქეოლოგიური და გამაგრებითი სამუშაოები.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია