„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს №546 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
621
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-24
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს №546 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №621

2008 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს № 546 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს იუსტიციის სამინის­ტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარა­კების საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს № 546 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 2.   საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადის საფუძ­ველზე შესაძლოდ მოკლე ვადაში უზრუნველყოს ამ განკარ­გულების პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 540 000 (ხუთას ორმოცი ათასი) ევროს გამოყოფა.“ .

2.    განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია