საქართველოს მთავრობის
განკარგულება №596
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 31 ივლისის № 15/918 წერილი) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. სამტრედიაში, რესპუბლიკის ქ. № 6-ში მდებარე 9160 კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული შენობისა (I სართული: 2681კვ.მ., II სართული: 3101 კვ.მ., III სართული: 3070 კვ.მ., IV სართული: 308 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული 3400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო № 340819758) გადაცემის შესახებ.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური