საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 89
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება – ვიდეოკასეტები (სულ 228 ერთეული):
- BETAKAM SP დიდი ზომის (98 ერთეული);
- BETAKAM SP პატარა ზომის (59 ერთეული);
- S-VHS (34 ერთეული);
- VHS (37 ერთეული).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე