„ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის №150 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
80
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის №150 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 80

2008  წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

„ ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის № 150 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომო­ბილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის № 150 განკარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახა­ლი რედაქციით:

„ 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ნიქოზი-ავნევის შვიდკილომეტრიანი საავტომობილო გზის მოწყობა და მისი მოხრეშვა, აგრეთვე იმავე წელს განახორციელოს ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) ათკილომეტრიანი მონაკვეთის საავტომო­ბილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერებისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის ერედვი-ხეითის 4-6 კმ მონაკვეთზე (ცხინვალის შემოვლითი გზა) წვერიახოს უღელ­ტეხილის გვერდის ავლით ახალი მიმართულებით გზის გაყ­ვანის სამუშაოების დაწყება, რომელთა დამთავრების ვადად განისაზღვროს 2008 წელი. “ ;

ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება შესაბამისად განხორციელდეს „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ და „ საქართვე­ლოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქარ­თველოს კა­ნო­ნების საფუძველზე ზემოაღნიშნული სამუშა­ოების შეს­რუ­ლების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარ­ტა­მენტისათვის გათვალისწინე­ბული ასიგნებე­ბი­დან. “ ;

გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს განკარგულების მე-3 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                                       ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია