მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
74
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-02-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 74

2008  წლის  25 თებერვალი

ქ. თბილისი

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის შესახებ

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე “ ქვეპუნქტის შესაბა­მისად საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გან­საზ­ღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარა­კების გზით, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ღონის­ძიებების განხორციელება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუს­ხაში შეტანილი ძეგლის – ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუ­შა­ოების დაწყების მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია