„ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
395
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №395

2009 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

„ ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის № 293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზ­რუნ­­ველყოფის დროებითი ღონისძიების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის № 293 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ცი­ით:

„ საქართველოში საკარანტინო მავნე ორგანიზმის – კარტო­ფი­ლის ჩრჩილის (Phthorimaea operculella zell) შემდგომი გავრცე­ლების თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ფიტოსანიტა­რიულ კონტროლს დაქვემდებარებული სასურსათო კარტოფილის იმპორტი 2009 წლის პირველ ივნისამდე. “ .

 

პრემიერ-მინისტრი                                            ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია