საქართველოს მთავრობის
განკარგულება №389
2009 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ Sierra OiL Enterprises AG “ - ს შორის შვეიცარიის საოლქო სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის № 187 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ Sierra OiL Enterprises AG “ - ს შორის შვეიცარიის საოლქო სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №187 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ Sierra OiL Enterprises AG “ - ს შორის მიმდინარე სასამართლო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გამოუყოს შესაბამისი თანხა.”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური