1. სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში შეიქმნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
2. სახელმწიფო მინისტრმა განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის ცალკეული დავალებები.
3. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აპარატის დებულება დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №512 - ვებგვერდი, 21.11.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15
დეკემბრის
დადგენილება №
548
– ვებგვერდი, 15.12.2017წ.
|