საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
477
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება № 47 7

2008 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის მიმ­დინარეობის შესახებ.

2. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სა­მეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის დასრულების ხელშეწყობის მიზნით ეთხოვოს ამერიკის შეერთებული შტა­ტე­ბის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) გააგრ­ძე­ლოს „მიწის ბაზრის განვითარების ღონისძიებათა “ მხარდა­ჭერა 2008 წლის განმავლობაში.

3. 2009 წელს „ მიწის ბაზრის განვითარების ღონისძიე­ბა­თა “ პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გაითვალის­წინოს საჭირო ხარჯები „ მიწის ბაზრის განვითარების ღონის­ძიებათა “ ფარგლებში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                                      ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია