„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, 01.02.2007 №14, მუხ. 153) დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: სანომრე ნიშნის აღდგენის მიზნებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დაინტერებულ პირს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებული მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მფლობელობის შესახებ პირი მიუთითებს განცხადებაში და სააგენტოს წარუდგენს ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობას. ამასთან, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი მესაკუთრესა და ამ შენიშვნით გათვალისწინებულ მფლობელს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით ან დარღვევით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ურთიერთვალდებულებების არაკეთილსინდისიერ ან/და არაჯეროვან შესრულებაზე.“
|