შეტანილ იქნას ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 ნოემბრის №15 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge 18 .11.2013 წ. 200140030.35.115.016112) და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2“. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №05 დადგენილება.
|