ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 733
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
1. ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტები:
ა) „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 18.12.08 1/424);
ბ) „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 22.06.09 1/177);
გ) „ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ , „ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ , „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 07.07.09 1/180);
დ) „ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 07.09.09 1/230).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური