|
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის №228 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თ ა ო ბ ა ზ ე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის 8 ნოემბრის N228 დადგენილების დანართში /სსმ matsne.gov.ge 13.11.2013, 010250020.35.123.016180/, კერძოდ, დადგენილების დანართის მე–5 მუხლის 1–ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს აპარატის უფროსს, აპარატის სამსახურების უფროსებს, მოადგილეებსა და თანაშემწეებს თანამდებობათა რანგების შესაბამისად მოეთხოვებათ:
|
უმაღლესი განათლება, მაგისტრი /მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საჯარო სამსახურში მუშაობის ან კერძო სექტორში სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. სასურველია უცხო ენების ცოდნა.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 27 ნოემბრიდან. |
|