„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებლად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №189 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
322
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებლად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №189 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 322

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებლად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის , მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის № 189 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად „სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლა­პარაკების საშუალებით განსახორციელებლად თვითმმარ­თვე­ლი ქალაქი რუსთავის მერიის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ” საქარ­თველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის № 189 განკარ­გუ­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანო­­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიას, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს სამგზავრო ავტობუ­სების შეს­ყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, მათ შორის:

     - თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიამ შეისყიდოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ექვსი ავტო­ბუსი;

 - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდოს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარის ღირებულების ორი ავტობუსი;

  - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეისყიდოს 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარის ღირებულების ოთხი ავტობუსი.

 

 

   პრემიერ-მინისტრი              ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია