„სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №491 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
315
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-04-29
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის №491 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 315

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„სოციალური პროგრამების ადმინისტრირების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის № 491 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სოციალური პროგრამების ადმინისტ­რი­რების ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა შესახებ” სა­ქარ­­თ­ველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის № 491 განკარგუ­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და განკარგუ­ლების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა­სტრუქტურის მინისტრმა დ. ტყეშელაშვილმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლ. ჟვანიამ კოორდი­ნა­ცია გაუწიონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონის­ძი­ებების განხორციელებას.

3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების (ოფისების აზომვა, აუდიტორული, ნოტარიული მომსახურება და სხვა) გაწევა, აგრეთვე ოზურგეთის რაიონული განყოფილებისათვის ფართობის გადაცემასთან დაკავშირებით შპს „საქართველოს ფოსტის” ფილიალის – ოზურგეთის ფოსტის განსათავსებლად საჭირო სანაცვლო ფართობის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხარჯებიდან.”.

 

პრემიერ-მინისტრი           ნიკა გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია