„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-25
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.105.016133
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 ოქტომბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №30

2013 წლის 21 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 31 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის  31 ოქტომბრის №26 დადგენილებაში შეტანილ იქნას (სსმ 11/11/2013 სარეგისტრაციო კოდი 370020000,35,105,016129) ცვლილება, კერძოდ:
დადგენილების დანართი №1–ის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,გ)    ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდედქსი, რომელიც უდრის:

გ.ა)   ცენტრალური ზონის   I ქვეზონისათვის – 1,4 ს.

გ.ბ)    ცენტრალური ზონის  II  ქვეზონისათვის – 1,25 ს.

გ.გ)   შუალედური ზონისათვის –1–ს

გ.დ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 0,9–ს.

გ.ე)  პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 0,75–ს.“ 

მუხლი 2
დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება;
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია

კრებსითი — სრული ვერსია