საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1561
2013 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის № 86 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის № 86 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლისათვის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვროს 25 ერთეულით.“.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი