შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.135.016076
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2013 წლის 13 ნოემბერი

დაბა შუახევი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ოქტომბრის №9 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს, გარდა წამყვანი სპეციალისტებისა, სპეციალისტებისა, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტ- მეხანძრეებისა და დამხმარე მოსამსახურეებისა, მოეთხოვება უმაღლესი განათლება.

2. გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს, გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტ-მეხანძრეებისა, მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.“.

ბ) ამოღებულ იქნეს დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიური ქათამაძე

კრებსითი — სრული ვერსია