|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი; გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); დ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი. |
| მუხლი 2 |
გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საბიუჯეტო კოდექსი; ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. |
| მუხლი 3 |
იურიდიული სამსახურის უფროსისა და იურიდიული სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. |
| მუხლი 4 |
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საბიუჯეტო კოდექსის ცოდნა. |
| მუხლი 5 |
გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის და გამგეობის შესყიდვების სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის ,, ბ “-,, დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტებზე , წამყვან სპეციალისტებზე , უფროს სპეციალისტებზე და სპეციალისტებზე .
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება № 43 - ვებგვერდი, 25.11.2013წ. |
| მუხლი 7 |
გამგეობის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს N12 დადგენილების ცოდნა. |
| მუხლი 8 |
საკრებულოს მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N4 დადგენილების ცოდნა. |
| მუხლი 81 |
გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსისათვის და მოხელეთათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა :
ბ ) ,, სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ “ საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 21 მაისის N738 ბრძანება ;
გ ) ,, სახანძრო - სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ “ საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 18 მაისის N649 ბრძანება .
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება № 43 - ვებგვერდი, 25.11.2013წ. |
| მუხლი 82 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის ,, ბ “ და ,, დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება შემდეგ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებზე – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულებზე და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებზე : ა ) ქვახვრელის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ბ ) ატენის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; გ ) ტინისხიდის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; დ ) შინდისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ე ) ვარიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ვ ) ძევერის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ზ ) ტყვიავის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; თ ) ახალუბნის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ი ) დიცის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; კ ) შავშვების თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ლ ) ტირძნისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; მ ) სკრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ნ ) ბოშურის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ო ) მერეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; პ ) კარალეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ჟ ) მეჯვრისხევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; რ ) ნიქოზის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ს ) ხიდისთავის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ტ ) ზეღდულეთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; უ ) ბერბუკის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ფ ) მღებრიანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო ; ქ ) საყავრის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო .
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ნოემბრის დადგენილება № 43 - ვებგვერდი, 25.11.2013წ. |
| მუხლი 9 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №17 დადგენილება; ბ) „გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №47 დადგენილება. |
| მუხლი 10 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|