„გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
285
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-08
სარეგისტრაციო კოდი
440050000.10.003.017452
„გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №285

2013 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გამოყენებითი კვლევებისათვის სახე­ლ­­მ­წი­ფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011,  440050000.10.003.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით და­მ­ტ­­კიცებული „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრა­ნ­ტე­ბის შესახებ დებულების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„4. სამეცნიერო საბჭო შეფასების II საფეხურზე გამოავ­ლენს და დაამ­ტ­კი­ცებს გამარ­ჯვებულ პროექტებს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი კრი­ტე­რიუმების შესაბამისად. ამასთან, სამეცნიერო საბჭო უფლებამო­სი­ლია გა­მო­ყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პრო­ე­ქტებს იმ შემთხვევაში, თუ ამ დად­გენილების მოთხოვნებთან შეუსაბამობის გა­მო ამ გამარჯვებულებთან ხელ­შეკ­რუ­ლება არ გაფორმდება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია