„ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
367
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის №143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №367

2005 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის № 143 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ ქვეყანაში ადგილობრივი თეთრი ყურძნის დამზადების ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ოქტომბრის № 143 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის გაცემა აწარმოოს ღვინის ქარხნების მიერ თეთრი ყურძნის შესყიდვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ და შეიმუშაოს გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში 2006 წლის 1 მარტამდე დაბრუნების მექანიზმი “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია