საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №350
2005 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის № 73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის № 73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს № 1-1/932 ბრძანება ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის № 73-ში მდებარე 20 155 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (ვარდების ბაღი) ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი