ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 152
2006 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
„ ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (2006 წლის 24 მარტის სხდომის ოქმი № 1, საკითხი № 2) და „ ლისის ტბის განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ლისის სატყეო უბნის II, III, IV კვარტალებიდან, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის 24-ე კვარტალიდან ამოირიცხოს შესაბამისად 92.0 ჰა, 48.0 ჰა, 61.0 ჰა, 72.0 ჰა მიწის ფართობი და გადაეცეს მცხეთის რაიონის გამგეობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვისათვის.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი