„ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №40 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №40 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 81

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის № 40 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის № 40 განკარგულებაში და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სასურსათო პროდუქტების შესაძენად გამოყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ერედვის თემის გამგეობისათვის – 36 180 (ოცდათექ­ვსმე­ტი ათას ას ოთხმოცი) ლარი;

ბ) ქურთის თემის გამგეობისათვის – 43 621 (ორმოცდასამი ათას ექვსას ოცდაერთი) ლარი;

გ) თიღვის თემის გამგეობისათვის – 20 199 (ოცი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის,  ხაშურის,  ჯავის  რაიონები და ქ. ცხინვალი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მ. ქარელს.“ .

2. განკარგულება  ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                       ზ . ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია