ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 69
2006 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ ბავშვი და გარემოსათვის “ ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა № 41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის № 218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქუჩის ბავშვთა თავშესაფრის მოწყობის მიზნით:
1. გადაეცეს ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა № 41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობები (643,96 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული 1167 კვ.მ მიწის ფართობი 5 წლით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით არასამთავრობო ორგანიზაცია „ ბავშვი და გარემოს “ ქუჩის ბავშვთა თავშესაფარ „ ბეღურების” საქმიანობისათვის.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ ბავშვი და გარემოსათვის” ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი