|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად: |
1.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა განისაზღვროს 6500 ლარით. |
2.
ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგოს ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 29 მაისის N280 ბრძანებულება. |
4.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან. |
|