„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/783
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.055.016036
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/783

2013 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის №48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის №48 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 12/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016014) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულებაში  (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ) შემოიღოს ფასიანი მომსახურება (მათ შორის, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზების და „სასახლის“ სარგებლობაში არსებულ ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოახმაროს „სასახლის“ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, რაც ასევე ითვალისწინებს „სასახლის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალურ დაცვას, მათ სტიმულირებას დამატებითი შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სახით“.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამტკიცებს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფასიანი მომსახურების განაკვეთებს (რაც აგრეთვე ითვალისწინებს ამ მომსახურების მსურველ პირთა რეგისტრაციისათვის დაწესებულ საფასურს) და ამ მხრივ განსაზღვრავს საშეღავათო პირობებს შესაბამისი კატეგორიის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 1 სექტემბრიდან.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი

კრებსითი — სრული ვერსია