„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-11-06
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016140
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება   „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის 23 მარტის  №12  დადგენილებაში (სსმ, 02/04/2012, სარეგისტრაც. კოდი: 010260020.35.104.016089) და დადგენილებით   დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ბ) ჯვარის ტერიტორიული ორგანო; (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ჯვარი (ცენტრი), სოფლები: ჯვარი, ოჭანე, ნაკა);“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია

კრებსითი — სრული ვერსია