საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 484
2007 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და კვავლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის № 382 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და კვავლოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის № 382 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოს, კვავლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ “ ;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის „ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოს, კვავლოსა და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების პირველი ეტაპის განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით; “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი