„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
483
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 483

2007  წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტერაციის კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე       – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე        – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დავით ბაქრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ზინაიდა ბესტავევა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში

გელა ბეჟუაშვილი      – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

გიორგი გაბაშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ალექსანდრე ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სალომე სამადაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი

დავით ტყეშელაშვილი  – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ეკატერინე ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

არჩილ ყარაულაშვილი – საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი

დავით ჩანტლაძე        – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მი-ნისტრი

პეტრე ცისკარიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გიორგი ხევიაშვილი – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური        – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია