„საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
820
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის №297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 820

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 ივნისის № 297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოსა და თურ­ქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამ­თავ­რობო კომი­სიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 15 ივნისის № 297 განკარგულებაში და პირ­ველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავ­რობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ლაშა ახალაძე – შპს „ ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ეზუგბაია – შპს „ საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინის­ტრაციის უფროსი

ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსი პეტრიაშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

ზაზა სეთურიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი

ფრიდონ სურმანიძე – შპს „ ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

გრიგოლ ქათამაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინის­ტრი

ზურაბ ჯანჯღავა – შპს „ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია