„ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
817
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 817

2007 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის № 311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ ხაიში-ჭუბერი-საკენის შიდასახელმწიფოებრივი მნიშ­ვნელობის საავტომობილო გზის ზამთრის პერიოდში ფუნ­ქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 20 ივნისის № 311 განკარ­გულებაში შეტანილ იქნას ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. მერა­ბიშვილი) აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის საგზაო სამ­სახურებთან ერთად უზრუნველყოს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩარჩენილი ავტომანქანების, მგზავრებისა და მძღოლების გადაყვანა და სხვა სამაშველო ღონისძიებათა განხორცი­ელება.“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                 ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია