„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
437
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-09-13
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 437

2006 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „ტერი­ტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქარ­­თველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულების № 5 დანართის (კახეთის მხარეში განსახორ­ციელებელი პროექტები) მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახმეტის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 129 000 (ას ოცდაცხრა ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორ­ციელებლად:

ა) მდინარე ილტოს ხეობაში სოფელ ნადუქნარის ხიდის მშენებლობა;

ბ) თუშეთის შიდა გზების რეაბილიტაცია;

გ) სოფელ დუისთან ტბათანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ მატნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;”.

 

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია