„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ – მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
333
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ – მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 333

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ – მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის № 110 დადგენილებით დამტკიცებული „ დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით “ – მიზ­ნობრივი სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებული ღონისძიებების, აგრეთვე საწყის ეტაპზე საკოორდინაციო, მარ­კეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო სა­ქვეუ­წყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარ­ტამენტმა „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის სა­ფუძველზე უზრუნველყოს საკოორდინაციო, მარკეტინგული, საინფორმაციო და სატრენინგო საქმიანობის შესყიდვა  ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია