საქართველოს მთავრობის
განკარგულება №296
2007 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №2 დანართის პირველი პუნქტის „ ს “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ს) მე-16 მიკრორაიონში ფანცულიას ქუჩიდან №8 საჯარო სკოლამდე და სკოლასთან ახლოს მდებარე საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, თოდრიასა და კლდიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე გზის საფარის კაპიტალური შეკეთება; “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი