საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
403
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2005-09-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 403

2005 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის პირველი სხდომის ორგანიზებისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2005 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვა­ლისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონ­დიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს გამოუყოს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.

   პრემიერ-მინისტრი                                                                                    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია