„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც ძირითადი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
572
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც ძირითადი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 572

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც ძირითადი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამ­ტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბუ­­ლი უძრავი ქონების (ქ. თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კ. გამსახურდიას სკვერი (ნაკვ. 016/016) – 2430 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 10.8 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობის), როგორც ძირითადი ქონების, ქალაქ თბი­ლი­სისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 5 ოქ­­ტომბრის № 1-1/1528 ბრძანება).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია