საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 562
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს № 388 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს № 388 განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ გ“ ქვეპუნქტი:
„ გ) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ ჭუბერისაკენის ახალი მიმართულების და ჩხალთა-აძგარა-მარუხის საავტომობილო გზის მშენებლობის“ შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სახსრები მთლიანად გამოყენებული იქნეს ჭუბერისაკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის დასაფინანსებლად, არსებულ ასიგნებათა ფარგლებში.”.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადოს შესაბამისი ცვლილებები „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი