საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 543
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) მძიმე სპეცტექნიკის შესაძენად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტების გამგეობებს:
ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) ო. სირაძეს.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი