საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 233
2007 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს 2003 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიასა და სს „ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას “ შორის დადებულ „ დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვისა “ და 2003 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას, სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას, სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის ოფციური გაზის კომპანიასა და სს „ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას “ შორის დადებულ „ ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის “ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, უფლებების დათმობისა და ნოვაციის ხელშეკრულებას და შეთანხმების წერილს დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი