„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
160/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-24
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016680
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №160/ნ

2013 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებით (სსმ, №55, 18/05/2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.014614) დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება და წესის:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და არანაკლებ 2 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კომისიის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. კომისიის მდივანი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია