|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის,“ ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულებით განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|