„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
476
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №476

2006 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესა­ხებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომი­სიის შექმნის შესახებ “ ;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

„1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კა­ნონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომი­სია შემდეგი შემადგენლობით:

 

ზურაბ ნოღაიდელი

–

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კო­მისიის თავმჯდომარე

ზურაბ ადეიშვილი

–

საქართველოს გენერალური პროკუ­რორი

ალექსი ალექსიშვილი

–

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე

–

საქართველოს პრეზიდენტის ადმი­ნის­ტრაციის უფროსი

კახა ბენდუქიძე

–

საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ვახტანგ მეგრელიშვილი

–

საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ივანე მერაბიშვილი

–

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე

–

საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრი

ლადო ჭიპაშვილი

–

საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ზვიად ხარებავა

–

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი.”;

 

გ) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. კომისიამ:

ა) ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეფორმის გან­ხორ­ციელებას;

ბ) განიხილოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოცი­ალური დაცვის რეფორმის ღონისძიებათა განხორციე­ლების მიზანშეწონილობის საკითხი. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ–მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია